კომპლექსური დავალება

Wednesday, November 27, 2019

2 კლასის გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი გვარი:  მედეა თუთბერიძე
პ.ნ.58001003290 
საგანი: მუსიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითიII
მოსწავლეთა რაოდენობა: 29
გაკვეთილის თემა: მაღალი და დაბლი ბგერები ცხოველთა ინტონაციებში
თარიღი: 11/11
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის ,ბგერის ,ხმაურის,მღერის და მუსიკალური ბგერის ცალკეული ელემენტების(მაგ:რიტმის,ტემპის,მელოდიის და ა,შ)გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;
-ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა,
-მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ..) როლის განსაზღვრა;
-ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ..), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირის გაბმა.

წინარე ცოდნა:მოსწავლეებს შეუძლიათ გაიაზრონ მუსიკალური ცნებები:ინტონაცია,მოტივი,რიტმული ფიგურაცია, ტემპი და გამოიყენონ სხვადასხვა კონტექსტში

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი

1
მოვაგვარებ საორგანიზაციო საკითხებს.  გავაცნობ გაკვეთილის თემას,გაკვეთილის მიზანს ,შეფასების ტიპებს და  კრიტერიუმებს რუბრიკის მეშვეობით.

გაცნობა სლაიდებით
ვერბალური
საერთო საკლასო
შეფასების რუბრიკები
/პროექტორი/კომპიუტერი(მომზადებული სლაიდები)
2 წთ
ამ აქტივობის შედეგად მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის თემა, გაკვეთილის მიზნანი  შეფასების ტიპები და კრიტერიუმები.
2
გამოწვევის ფაზაზე, მოვახდენ ცოდნის გააქტიურებას . ფორტეპიანოს თანხლებით ვამღერებ ბგერათა რიგს-პიანოსა და ფორტეზე,გაორმაგებული ბგერებით.
„მუსიკალური კიბე“დათვი დათუნა,ფისო ფისუნა...
შეცვლილი რიტმული ფიგურაციით .ნელ და ჩქარ ტემპში

 საკითხის გარშემო მოსწავლეებს დავუსვამ სააზროვნო კითხვებს.

გამყვანი კითხვები:
რა ხერხებით შეუძლია მუსიკას ცხოველის გარეგნობა, ხმა ან ქცევა აღწეროს?

კითხვა–პასუხი
ჩანაწერების გაკეთება.



სახელმძღვანელოს ვიზუალური დათვალიერება

ორი მუსიკალური ქუდის მოსმენა
კითხვა-პასუხი დაკვირვება
საერთო საკლასო
მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნი,მოსწავლის წიგნი,კომპიუტერი,მოსასმენი აპარატურა,ფორტეპიანო,მოსწავლეთა პერსონალური კომპიუტერები-“ბუკები“
აუდიომასალა
10 წთ
1.მოსწავლები შეძლებენ  იმსჯელონ  აღმავალი და დაღმავალი ბგერათა რიგის შესახებ  .მოსწავლეები გუნდურად პიანოსა და ფორტეზე გაორმაგებული ბგერებით  იმღერებენ აღმავალ და ღმავალ ბგერათა რიგს.
2.მუსიკალური კიბე-დათვი დათუნა,ფისო ფისუნა...აღმავალი.
3.მოსწავლეები იმსჯელონ რიტმული ფიგურაციის როლზე მუსიკალური სახე ხატების შექმნაში. იმღერებენ რიტმულ ინტონაციურ სავარჯიშოებს ნელ და ჩქარ ტემპში 
აქტივობა მიმართულია მუსიკაში გარკვეული ინტონაციისა და მელოდიის გააზრებასა და ამოცნობაზე.

3



სოკრატული მეთოდის გამოყენებით გავაცნობ რეგისტრის მნიშვნელობას.მოსწავლეებს ვაჩვენებ ვიდეო მასალას .ვიდეო მასალის ნახვისა და ცხოველების ხმების მოსმენის შედეგად მოსწავლეები დაადგენენ ცხოველთა ხმების რეგისტრებს . ამის შემდეგ მოსწავლეები ბუკებში ააჟღერებენ წინასწარ ჩაწერილ ცხოველების ხმებს და lmms პროგრამაში დაალაგებენ რეგისტრების მიხედვით.
 სამუშაო ფურცელი #1 დავალება1 –„იპოვე შეცდომა“
 დავალება #2)-სამსვეტიან ცხრილი“ხე ,ბუჩქი ბალახი“, იმუშავებენ   წყვილებში. 

გამყვანი კითხვები
რა სიმბოლოებით შეიძლება ცხოველის ხმის ან მოძრაობის ამსახველი ინტონაციის ან მოტივის აღნიშვნა?
სოკრატული მეთოდი,

ცოდნის გამოყენება

წყვილებში მუშაობა
თავადვე შეამოწმებენ და აღმოაჩენენე შეცდომას.

ურთიერთშეფასება
წყვილებში
სამუშაო ფურცელი#1 დავალება#1 -იპოვე შეცდომა .
დავალება #2
მოუსმინე ცხოველების ხმებს  და შეავსე ცხრილი“ხე,ბუჩქი,ბალახი“.(განსაზღვრე რომელც ცხოველს აქვს მაღელი რეგისტრის ,რომელს საშუალო და რომელს - დაბალი რეგისტრის ხმა?დაუკავშირე ვიზუალურ გამოსახულებას.)

პროექტორი
კომპიუტერი
ვიდეო აუდიო მასალა
სლაიდები
 10წთ
ამ აქტივობის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ, ახალი ცნების „რეგისტრი“ს გაცნობა გააზრებას.ცოდნის განმტკიცებას ყურადღების უნარჩვევის გამომუშავებას.რაც ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს მასალის ათვისებას.

მოსწავლე შეძლებს თავად ააგოს ცოდნა მასწავლებლის დახმარებით რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის ჩართულობას და მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას.

აქტივობა მიმართულია მოსწავლემ შეძლოს            ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს,ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბა

4
მოსწავლეებს ვთავაზობ ცხოველების შესახებ მოთხრობების,ზღაპრების,სიმღერების,მულტფილმების გახსენებას .გავახსენებ მათთვის საყვარელ მულტფილმს „მგელი და კრავი“ .მოვასმენინებ მგლის და კრავის სიმღერას.სიმღერების მაგალითზე გაიმართება მცირე დისკუსია (კრავის ინტონაციის შესახებ) და სიმღერის  მუსიკალური ენის ,სახე -ხატების როლის განსაზღვრაზე.  მეორედ მოსმენისას მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად მღერიან.
გამყვანი კითხვები:რა ხერხებით შეუძლია მუსიკას ცხოველის გარეგნობა, ხმა ან ქცევა აღწეროს?
მუსიკის მოსმენა
დისკუსია
მთელი კლასი
სიმღერა
თვითშეფასება
მთელი კლასი
სმაუშაო ფურცელი#2
დავალება#3 -მოუსმინე სიმღერას და აყევი მელოდიას
სიმღერის ტექსტი ა.ბასილაიას „კრავის სიმღერა“
/პროექტორი/
კომპიუტერი
აუდიო ვიდეო მასალა
15წთ


მოსწავლეები შეძლებენ მუსიკის მოსმენის დროს სახე -ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცანკეული ელემენტების რიტმის ტემპის რეგისტრის მელოდიის როლის განსაზღვრას.
5
შეჯამება-გაკვეთილზე განხილული საკვანძო საკითხების გამეორება კითხვა -პასუხის რეჟიმში
შეფასება:განმავითარებელი (გაკვეთილის მსვლელობისას რეგულარულად ვაფასებ მოსწავლეებს, ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.)
რეფლექსია:“სამიზნე“

შეჯამება-კითხვა პასუხი
შეფასება განმავითარებელი ვერბალური
ცხრილი „სამიზნე“
საერთო საკლასო
ინდივიდუალური
სამუშაო ფურცელი #2 დავალება#4 შეაფასე გაკვეთილი-“სამიზნე“-ს შევსება
3 წთ
მოსწავლეები იღებენ კონკრეტულ, მათთვის გასაგებ
უკუკავშირს რაც მოსწავლეებს დაეხმარება აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  
მუს.დაწყ.(I).1.          გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ..) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;
მუს.დაწყ.(I).3.          ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.
მუს.დაწყ.(I).4.          მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ..) როლის განსაზღვრა;
მუს.დაწყ.(I).5.          ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ..), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირის გაბმა
ხელმოწერა:
თარიღი:

No comments:

Post a Comment