კომპლექსური დავალება

Tuesday, December 8, 2020

8 კლასი კომპლექსური დავალება თემა:ხილული და უხილავი მუსიკაში

 

კომპლექსური დავალება

კლასი:8

თემატური ბლოკი:მუსიკა სამყარში და სამყარო მუსიკაში

თემა :ხილული და უხილავი

საკითხი :მელოდეკლამაცია როგორც მუსიკის ერთერთი გამომსახველობითი ხერხი   ხილულისა და უხილავის გადმოცემაში

ცნებები:

  • რიტმი
  • მელოდია
  • ჰარმონია
  • ფორმა
  • ჟანრი

საკვანძო კითხვები

·        რა როლს თამაშობს მელოდეკლამაცია ხილულისა და უხილავის გადმოცემაში?

·        რა როლს თამაშობს მუსიკის სხვა გამომსახველობითი ხერხები ხილულისა და უხილავის წარმოჩენაში?

·        როგორ გამოვიყენო მელოდეკლამაცია და მუსიკის სხვა გამომსახველობითი ხერხები ხილულისა და უხილავის გადმოსაცემად?

 

დავალების პირობა:

წარუდგინეთ კლასს მუზიკლიდან შემოთავაზებული ნაწყვეტი .

მოსმენილის  საფუძველზე იმსჯელეთ  მელოდეკლამაციის და სხვა გამომსახველობითი ხერხების როლზე ხილულისა და უხილავის გადმოცემაში.

ნაშრომი ესსეს სახით წარმოადგინეთ და წარუდგინეთ კლასს.

 

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

  • რა სახეობის დეკლამაცია არის გამოყენებული ამ ფრაგმენტში;
  • რა შინაარსობრივი დატვირთვა ენიჭება ფრაგმენტში  გამოყენებულ  რიტმულ ფიგურაციებსა და ინტონაციებს?
  • როგორ გამოიკვეთა რიტმული ფიგურაციებითა და ინტონაციებით ფრაგმენტის  ფორმა(ექსპოზიცია,დამუშავება,რეპრიზა)
  • რა შინაარსობრივი დატვირთვა ეძლევა თითოეულ სტრუქტურულ ნაწილს;
  • რა სტრატეგიები გამოიყენეთ/რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე; რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას. 

 

 

 

 

აქტივობა1

 

 

მოუსმინეთ პროფესორ ჰიგინსის სცენის პირველ ნაწილს ფრედერიკ  ლოუს მიუზიკლიდან „ჩემ მშვენიერი ლედი“და

დაადგინეთ, რა როლს თამაშობს დეკლამაცია ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის გადმოცემაში;

რა როლს თამაშობს მუსიკის გამომსახველობითი ხერხები  შინაარსის გადმოცემაში;

 

წაიკითხეთ  ამ ნაწილის  შემოკლებული ტექსტს ქართულ ენაზე:

...მე შევეჩვიე მის სახეს, მისით თენდებოდა ჩემი დღე...

შევეჩვიე იმ მოტივს,რომელსაც ის წაიმღერებდა დილით და საღამოს...

 

·         თქვენი აზრით რა ურთიერთ კავშირშია ტექსტის შინაარსი და მსახიობის მიერ გამოყენებული დეკლამაციის ხერხი:

 

ა.ტექსტის ემოციური მუხტი ემთხვევა იმ ემოციას ,რომელსაც გადმოსცემს მსახიობის მიერ დეკლამაციის ხერხი.ახსენით რატომ;

 

ბ.ტექსტის ემოციური მუხტი არ არის სრულ თანხმობაში იმ ემოციასთან , რომელიც გადმოცემულია მსახიობის მიერ გამოყენებული დეკლამაციის ხერხით.ახსენით რატომ?

 

გ.მსახიობის მიერ გამოყენებული დეკლამაციის ხერხი გადმოსცემს ტექსტის მიღმა არსებულ ემოციებს,რომლებიც უფრო ღრმად წარმოაჩენს პერსონაჟის უხილავ შინაგან ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.რა ემოციებია ეს?

 

 

მოსმენილი მუსიკალური ფრაგმენტის რიტმს როგორ დაახასიათებდით?

·         ა. რიტმული ოსტინატო

·         ბ.ცვალებადი, მრავალფეროვანი რიტმული ფიგურაციები

·         გ. თანაბარი გრძლიობებით მოძრაობა

·         დ.  სინკოპა

რა როლს თამაშობს რიტმული ფიგურაციები შინაარსის გადმოცემაში?

 

მოსმენილი მუსიკალური ფრაგნენტის მელოდიას (საორკესტრო თანხლებაში და მელოდეკლამაციაში )როგორ დაახასიათებდით?

·         ა.ინტონაცია

·         ბ.განვითარებული, გაშლილი მელოდია

·         გ.მელოდიური ოსტინატო

·         დ.აღმავალი, დაღმავალი, ტალღოვანი მელოდიური სვლები

რა როლს თამაშობს ინტონაცია შინაარსის გადმოცემაში?

 

 

 

 

 

აქტივობა2:

 

 

მოუსმინეთ სცენის მეორე ნაწილს. (გაეცანით ტექსტის ქართულ შემოკლებულ ვარიანტს)

ტექსტიდან გამომდინარე დაადგინეთ :რა როლი ენიჭება ამ ნაწილში დეკლამაციასა და მუსიკის სხვა გამომსახველ ხერხებს;

 

 

...ფრედიზე გათხოვება!...რა ინფანტილურობაა!რა უგულოდ და უმოწყალოდ გამოთქმული განაცხადია!ის ინანებს !

კარგად ვხედავ მას-გვარად ფრედიეინსფორდ-ჰილ,

ბეღელს რომ მაღაზია ადგას თავს.

კარგად ვხედავ ღატაკსა და გადაღლილს,ბანკის ინკასატორი რომ უნგრევს კარს...

   

 

ა.ავსებენ ერთმანეთს და გადმოსცემენ ერთსა და იმავე განწყობას.რა განწყობაა ეს?

 

ბ.დეკლამაციასა და მუსიკის გამომსახველ ხერხებს(რიტმული ფიგურაციები,ინტონაცია,სიტყვის, ინტონაციისა და  მუსიკალურ თანხლებას ) შორის შეიმჩნევა გარკვეული ემოციური დაპირისპირება

 

ისაუბრეთ რაში მდგომარეობს ეს დაპირისპირება.

 

გ.როგორ გამოიყენებდით მოცემულ სიტყვებს კონტექსტში

·         სარკასტული

·         შეურაცყოფილი

·         გარეგნულად გულგრილი

 

 

 

 

 

 

 

 

 აქტივობა3:

 

გაეცანით მესამე ნაწილის ტექსტსა და მის მუსიკალურ ინტერპრეტაციას.განსაზღვრეთრა იდეას ანვითარებს ეს ნაწილი და კომპოზიტორი როგორ აღწევს ამ იდეის გაშლას?

იმსჯელე მუსიკის მახასიათებლებზე ხილულისა და უხილავის ჭრილში

 

...როცა მოუწევს ჩემ კართან მუდარით პატიების თხოვნა

მაშინ თუ შევიკედლებ მას?

მაგრამ მოწყალე კაცი ვარ

არ გაწირავს იმას ვინც თხოვს.

მაგრამ უღირს ქალს ვერ შევუშვებ

თუნდაც მუდარით ღვაროს ცრემლი.

...მაგრამ დღეც არ გავა რომ არ ჩამესმოდეს მისი წკრიალა ხმა...

 

 

როგორც მუსიკიდან მიხვდებოდით ეს ნაწილი თავის მხრივ სამ ქვენაწილად იყოფა.

·         რა განსაზღვრებას მისცემდით ამ ქვენაწილებს?

მესამე ქვენაწილში მუსიკა დეკლამაციისა და სიმღერის გარეშე ჟღერს.

·         თქვენი აზრითი რატომ დასჭირდა კომპოზიტორს ამ სცენაში მრავალჯერ გაჟღერებული მუსიკალური თემის ვრცელი საორკესტრო ვერსიის კიდევ ერთხელ გამეორება?

 

 

  • რომელ ქვენაწილში ხდება ყველაზე მკაფიოდ ამ ნაწილის  იდეის ნათელყოფა?

·         რა მახასიათებლებით აღწევს კომპოზიტორი ამ ნაწილის იდეის გაშლას.

 

·         იმსჯელე მახასიათებლებზე  ხილულისა და უხილავის ჭრილში

 

 

 

 

No comments:

Post a Comment