კომპლექსური დავალება

Tuesday, December 8, 2020

5 კლასი კომპლექსური დავალება თემა:ზღაპრული სამყარო მუსიკაში (ვარიანტებით)

 

 

კომპლექსური დავალება მუსიკაში

კლასი:5

თემატური ბლოკი:რეალური და წარმოსახვითი სამყარო

თემა: ზღაპრული სამყარო მუსიკაში

საათების რაოდენობა:4

სკოლა:ქალაქ თბილისის სსიპN71 საჯარო სკოლა

პედაგოგი :მედეა თუთბერიძე

 

საკითხი/საკითხები:მუსიკით თხრობა

საკვანძო კითხვები

ü  როგორ გადმოიცემა ზღაპრული სამყარო მუსიკაში?

ü  როგორ ამოვიცნო ზღაპრული სამყარო მუსიკაში?

ü  როგორ გადმოვცე ზღაპრული სამყარო მუსიკის საშუალებით?

 

 

კომპლექსური დავალების პირობა

Iვარიანტი: მოუსმინეთ რამდენიმე მუსიკალურ ფრაგმენტს და მოსმენილის საფუძველზე   შექმენით სცენარი რომლითაც ამ მუსიკას გაასიტყვებთ.თქვენი თანმიმდევრობით ააჟღერეთ ფრაგმენტები და გაახმოვანეთ .გააკეთეთ ნაშრომის ნამუშევარი წარუდგინე კლასს

II ვარიანტი :მოუსმინეთ რამდენიმე მუსიკალურ ფრაგმენტს და ამ ფრაგმენტების საფუძველზე  შექმენით თხზულება; ზღაპარი;ამბავი.თქვენი თანმიმდევრობით აჟღერეთ ფრაგმენტები და გაახმოვანეთ .

გააკეთეთ ნაშრომის პრეზენტაცია და წარუდგინეთ კლასს

 

ნაშრომში ხაზგასმით წაროაჩინეთ

 

·         მუსიკაში რომელი გამომსახველობითი ხერხი/ხერხები  გამოიკვეთა;

·         დაახასიათეთ ეს გამომსახველობითი ხერხი/ხერხები;

·         ამ ხერხმა/ხერხებმა რა შინაარსობრივი მუხტი შემოიტანა?დაასაბუთეთ რატომ ფიქრობთ ასე?

·         მუსიკამ რა წარმოსახვითი სურათი დაგიხატათ?იმსჯელეთ თქვენს  მიერ შეთხზული ამბიდან გამომდინარე;

·         რა განწყობას იწვევს თქვენში ეს ფრაგმენტები და რატომ?

·         რომელი ფრაგმენტი მოგწონთ და რატომ?

·         რამდენად დაგეხმარათ დავალების შესრულებაში გავლილი მასალა (მიუთითეთ, კონკრეტულად, რა აქტივობები დაგეხმარათ); 

·         რა გაგიჭირდათ დავალების შესრულების დროს; 

·         თავიდან რომ იწყებდეთ  დავალების შესრულებას რას შეცვლიდი.რას გააკეთებდით უკეთესად?

 

No comments:

Post a Comment