კომპლექსური დავალება

Wednesday, December 21, 2016

განმავითარებელი შეფასების ნიმუშები -სოციალურ და ინტელექტუალურ უნარებში

განმავითარებელი შეფასებების ნიმუშები



ნიმუში-დაწყებითი  კლასების 
განმავითარებელი  შეფასება:  მაღალი  დონე
მოსწავლის  სოციალური  და  ინტელექტუალური უნარების  დახასიათება

          მოსწავლე  სისტემატურად  ასრულებს  დავალებებს, არასდროს  ავიწყდება  სასწავლო  ნივთები,  არ  აცდენს,  არ აგვიანებს.  იცავს  მოსწავლეთა  ქცევის  კოდექსს, აცნობიერებს  თავისსა  და  სხვის  უფლებებს [პასუხისმგებლობა]. 
         თანამშრომლობს  ჯგუფებთან  მუშაობის  დროს. გამოხატავს  პატივისცემას  განსხვავებული  აზრის  მიმართ. მეგობრულია  და  კომუნიკაბელური [თანამშრომლობა].
         მონაწილეობს  დისკუსიებში,  ასაბუთებს  საკუთარ მოსაზრებას.  ბევრ  კითხვას  სვამს,  მაძიებელია.  აქვს საინტერესო  იდეები [კრიტიკული  აზროვნება].
         ახარისხებს  საჭიროების  მიხედვით  მოპოვებულ ინფორმაციას,  ახერხებს  მიღებული  ცოდნის  დაკავშირებას კონკრეტულ  საკითხებთან.  ორგანიზებულია,  იცავს დროის  ლიმიტს,  ატარებს  ექსპერიმენტს,  ახდენს შეფასებასა  და  ანალიზს.  სვამს  პრობლემას  და განსაზღვრავს  გადაჭრის  გზებსმოსწავლემ    მონაწილეობა მიიღო  სხვადასხვა  ოლიმპიადაში: ,,ევერესტი”,  ,,კენგურუ”, ,,ბიზნეს  ჯგუფი”,  ,,ჩაღლარი” და  დაჯილდოვდა  პირველი ხარისხის  დიპლომით   [ცოდნის  გამოყენება].                       
         ნათლად  და  გასაგებად  გადმოსცემს  სათქმელს, ამყარებს  კონტაქტს  აუდიტორიასთან.  იყენებს საინფორმაციო  ტექნოლოგიებს .   ფლობს  ინფორმაციის მოპოვება–დამუშავების  უნარებს [საპრეზენტაციო  უნარები].
         აქვს  პრობლემის  გადაჭრის  ორიგინალური  იდეები. აანალიზებს  მოვლენებსა  და  ფაქტებს.  ყოველთვის  აქვს განსაკუთრებული  ინტერპრეტაცია.  შემოქმედია,  შეუძლია სხვადასხვა  ჟანრისა  და  სტილის  ტექსტის  შექმნა [შემოქმედებითობა].
          შეუძლია  მიღებული  შედეგების  განზოგადება, კავშირების  დამყარება  სხვა  სტრუქტურებთან,  მიღებული გადაწყვეტილების  სისწორისა  და  ეფექტიანობის დასაბუთება.  ახერხებს  სხვადასხვა  სახით  წარმოდგენილი ინფორმაციის  ინტერპრეტაციას,  ადგენს  კავშირებსა  და მიმართებებს,  აყალიბებს  ანალოგიებს,  ახდენს  საკითხის არსის  წარმოჩენას [ლოგიკური  აზროვნება]. 
         აქვს  მხატვრული  შემოქმედებითი  უნარები.  ხატავს, ძერწავს,  მღერის,  ცეკვავს,  აქვს  გამოხატული სახელოვნებო  უნარები,  დრამატული  ნიჭი .












ნიმუში -დაწყებითი  კლასების
განმავითარებელი  შეფასება:  საშუალო  დონე 
 მოსწავლის  სოციალური  და  ინტელექტუალური უნარების  დახასიათება

            მოსწავლე  სისტემატურად  ასრულებს  დავალებებს, არასდროს  ავიწყდება  სასწავლო  ნივთები,  არ  აცდენს,  არ აგვიანებს.  იცავს  მოსწავლეთა  ქცევის  კოდექსს, აცნობიერებს  თავისსა  და  სხვის  უფლებებს [პასუხისმგებლობა].
          თანამშრომლობს  ჯგუფებთან  მუშაობის  დროს. გამოხატავს  პატივისცემას  განსხვავებული  აზრის  მიმართ. მეგობრულია  და  კომუნიკაბელური  [თანამშრომლობა]. 
          მონაწილეობს  დისკუსიებში,  ნაკლებად  შეუძლია საკუთარი  მოსაზრების  აგუმენტირებულად    დასაბუთება, იდეების  გენერაცია [კრიტიკული  აზროვნება].
          ახარისხებს  საჭიროების  მიხედვით  მოპოვებულ ინფორმაციას,  ახერხებს  მიღებული  ცოდნის  დაკავშირებას კონკრეტულ  საკითხებთან.  ორგანიზებულია,  იცავს დროის  ლიმიტს,  ატარებს  ექსპერიმენტს,  ახდენს შეფასებასა  და  ანალიზს. უჭირს  პრობლემის  გამოყოფა  და  გადაჭრის  გზების   პოვნა. მოსწავლემ    მონაწილეობა მიიღო  სხვადასხვა  ოლიმპიადაში:  ,,ევერესტი”,  ,,კენგურუ”, ,,ბიზნეს  ჯგუფი”,  ,,ჩაღლარი”  და  დაჯილდოვდა  მესამე ხარისხის  დიპლომით  [ცოდნის  გამოყენება].                                  
          ნათლად  და     გასაგებად  გადმოსცემს  სათქმელს, ნაკლებად  ამყარებს  კონტაქტს  აუდიტორიასთან.  იყენებს საინფორმაციო  ტექნოლოგიებს .   ფლობს  ინფორმაციის მოპოვება–დამუშავების  უნარებს [საპრეზენტაციო უნარები]. 
          აანალიზებს  მოვლენებსა  და  ფაქტებს. ნაკლებად შეუძლია  სხვადასხვა  ჟანრისა  და  სტილის  ტექსტის შექმნა,  მიღებული  შედეგების  განზოგადება,  კავშირების დამყარება  სხვა  სტრუქტურებთან, მიღებული გადაწყვეტილების  სისწორისა  და  ეფექტიანობის დასაბუთება.  ახერხებს  სხვადასხვა  სახით  წარმოდგენილი ინფორმაციის  ინტერპრეტაციას,  ადგენს  კავშირებსა  და მიმართებებს  [შემოქმედებითობა,  ლიგიკური  აზროვნება].
            საშუალო  დონეზე  აქვს  განვითარებული მხატვრული  შემოქმედებითი  უნარები [განსაკუთრებული მახასიათებლები].











ნიმუში-დაწყებითი  კლასების  
განმავითარებელი  შეფასება:  საშუალოზე  დაბალი 
 მოსწავლის  სოციალური  და  ინტელექტუალური უნარების  დახასიათება

          მოსწავლე  სისტემატურად  არ  ასრულებს  დავალებებს, ხშირად  ავიწყდება  სასწავლო  ნივთები,  აცდენს  და აგვიანებს.  ვერ  აცნობიერებს  მოსწავლეთა  ქცევის  კოდექსს,  თავისსა  და  სხვის  უფლებებს [პასუხისმგებლობა].
         ჯგუფებთან  მუშაობის  დროს   უჭირს   თანამშრომლობა და  თანატოლებთან  კომუნიკაციის    დამყარება. [თანამშრომლობა].
          თავს  იკავებს    დისკუსიებში  მონაწილეობის მიღებისაგან. ნაკლებად შეუძლია  საკუთარი  მოსაზრების აგუმენტირებულად    დასაბუთება,  იდეების  გენერაცია [კრიტიკული  აზროვნება].
          ზოგჯერ  შეუძლია  საჭიროების  მიხედვით მოპოვებული  ინფორმაციის  დახარისხება,  მიღებული ცოდნის  დაკავშირება კონკრეტულ  საკითხებთან, შეფასებისა  და  ანალიზის  გაკეთება.   შეძლებისდაგვარად იცავს  დროის  ლიმიტს.  ყოველთვის  ვერ  ახდენს  პრობლემის  გამოყოფასა  და   გადაჭრის  გზების   პოვნას [ცოდნის  გამოყენება].   
          გასაგებად   გადმოსცემს  სათქმელს,  ამყარებს კონტაქტს  აუდიტორიასთან.  სუსტად  ფლობს ინფორმაციის მოპოვება–დამუშავების  უნარებს [საპრეზენტაციო  უნარები].
          ვერ  აანალიზებს  მოვლენებსა  და  ფაქტებს.  ზოგჯერ აქვს    ინტერპრეტაციის  თავისებური  გამოხატულება. ნაკლებად   შეუძლია  სხვადასხვა  ჟანრისა  და  სტილის ტექსტის  შექმნა,  მიღებული  შედეგების  განზოგადება, კავშირების  დამყარება  სხვა  სტრუქტურებთან, მიღებული გადაწყვეტილების  სისწორისა  და  ეფექტიანობის დასაბუთება. ახერხებს სხვადასხვა  სახით  წარმოდგენილი ინფორმაციის  ინტერპრეტაციას,  საკითხის  არსის წარმოჩენას   [შემოქმედებითობა,  ლიგიკური  აზროვნება].
          საშუალო  დონეზე  აქვს  განვითარებული  მხატვრული შემოქმედებითი უნარები [განსაკუთრებული მახასიათებლები].

Thursday, December 8, 2016

დიმიტრი უზნაძე

,,გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ აქტივობის პროცესშია შესაძლებელი.
სასწავლო პროცესის ეფექტიანობა , პირველ რიგში, სწავლისადმი დადებით განწყობას გულისხმობს, ანუ მთლიან პიროვნულ მზაობას.
დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოარგებთ სასწავლო მასალას მოსწავლის განწყობას, მის სამოქმედოდ განწყობილ ძალებს.
მასალა , ერთი მხრივ, შესაფერისი უნდა იყოს მოწაფის ძალთა განვითარების აქტუალური დონისთვის. მეორე მხრივ, დაშორებულიც უნდა იყოს. სხვაგვარად, წინსვლა შეუძლებელი იქნება.
საკლასო ოთახში შექმენით ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემო.
გახსოვდეთ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესების და სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს.
ნუ გააკეთებთ აქცენტს მხოლოდ ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე. აუცილებელია მთელი ბუნების მოქმედებაში მოყვანა, პიროვნების მთელი ძალების გახსნა.”

ჰოვარდ გარდნერი

ჰოვარდ გარდნერი


,,მინდა, რომ ჩემმა ბავშვებმა შეიცნონ სამყარო, თუმცა არა იმიტომ, რომ სამყარო არის მომხიბლავი და ადამიანის გონება კი ცნობისმოყვარე. მსურს, რომ მათ იპოვონ თავიანთი ადგილი იქ დ შეცვალონ ის უკეთესობისკენ. ამ აღქმის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი თავის და ჩვენი შესაძლებლობების შეცნობა“წერდა ჰოვარდ გარდნერი.
ჰოვარდ გარდნერმა თავიდან წარმოადგინა ინტელექტის შვიდი სახეობა. ეს ჩამონათვალი იყო დროებითი. პირველი ორი ინტელექტის სახეობა სკოლებში უკვე მიღებული და დაფასებული იყო. მომდევნო სამი ძირითადად დაკავშირებულია ხელოვნებასთან, ხოლო ბოლო ორი, როგორც მათ ჰოვარდ გარდნერი უწოდებს, არის ,,პიროვნული ინტელექტები“. 

ბლუმის ტქსონომია


ბლუმის ტაქსონომია


ბენჟამინ ბლუმი — ამერიკელი განათლების ფსიქოლოგი (1913-1999); ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი
ბენჯამენ ბლუმმა შექმნა სწავლის მიზნებისა და სწავლების შედეგების ისეთი სისტემა, რომელიც გამოდგება სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ობიექტური შეფასებისთვის. ეს სისტემა „ბლუმის ტაქსონომიის“ სახელითაა ცნობილი.ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების საფუძველზე ჯგუფების, კატეგორიების გამოყოფის სისტემა.
ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში
არსებობს სხვადასხვა სააზროვნო (შემეცნებითი) უნარების კლასიფიკაციები, რომელთა ცოდნაც დაეხმარება მასწავლებელს, უკეთ დაგეგმოს სწავლების პროცესი და მოახდინოს მოსწავლის აზროვნების აქტივაცია.
ბლუმის სააზროვნო (კოგნიტური) უნარების განვითარების ტაქსონომია შეიქმნა სპეციალურად განათლების მიზნებისათვის. ზოგადად, ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების ნაკრები ან სტრუქტურა. ბლუმის (Bloom, et al, 1956) მიხედვით, აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი – ზედა დონეში.

ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას;

ბლუმის მიხედვით, ცოდნა განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:
ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, თარიღების, პროცესების,
ობიექტების, სტილის, მოვლენების ცნობა და დასახელება;
კონკრეტული მონაცემების, ტერმინოლოგიის, პროცედურების ცოდნა;
ინფორმაციის მოძიების პროცედურების ცოდნა;
კონკრეტულ მონაცემებთან მუშაობის ხერხების და საშულებების ცოდნა: ა) წესების და კანონების ცოდნა; ბ) კლასიფიკაციებისა და კატეგორიების ცოდნა; გ) კრიტერიუმების ცოდნა; დ) მეთოდების ცოდნა;
სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის დამახსოვრება და გახსენება მსგავსი ან ზუსტი ფორმით.