კომპლექსური დავალება

Thursday, November 12, 2015

Drama per musica

                                                         პროექტებით სწავლა
    

1)პროექტის სახელწოდება-Drama per musica
2)პროექტის მთავარი იდეა-მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან საოპერო ხელოვნების ნიმუშებს .შეხვდებიან საოპერო ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლებს.მოაწყობენ ექსკურსიას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
3)პროექტის აქტუალობა- აუცილებელია მოსწავლეები  აღიზარდონ ღირებულ მუსიკასთან სიახლოვით. რაც უფრო მეტად იქნებიან დაინტერესებული სერიოზული მუსიკით მით უფრო მეტად განუვითარდებათ თვალსაწიერი და მსოფლმხედველობა.სერიოზული მუსიკის მოსმენას სიღრმისეული წვდომა სჭირდება.
4)პროექტის მიზნები-დააინტერესოს პროექტის მონაწილეები მსოფლიო საოპერო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებით.გააცნოს მათ საოპერო მომღერლის შრომატევადი პროფესია და მიზანდასახული ადაბიანის მიღწეული წარმატებები.

5)მონაწილეთა ასაკი-IXკლასის მოსწავლეები
6)ხანგრძლივობა,პროექტის ვადები-1 თვე
7)მოსალოდნელი შედეგები-მოსწავლეები გაიგებენ უფრო მეტს საოპერო ხელოვნების შესახებ. გადაიღებენ ფილმს  და ფოტოებს მოძიებული მასალის მიხედვით და გააცნობენ ფართო აუდიტორიას .
8)პროექტისათვის საჭირო  ძირითადი რესურსები- მუსიკის სახელმძღვანელო  ავტორი:მ. ოთიაშვილი.ვიდეო კამერა,ფოტო კამერა,კომპიუტერი, მარკერები ,მოძიებული ლიტერატურა.
9)პროექტის მსვლელობა-პროექტის მონაწილენი ონლაინ რეჟიმში მოისმენენ  და თვალყურს მიადევნებენ სხვადასხვა საოპერო სპექტაკლების მიმდინარეობას.შეარჩევენ იმ ოპერებს და საოპერო მომღერლებს რომელთა შესახებაც სურთ მეტის გაგება.მონაწილეთა ერთი ჯგუფი იმუშავებს ამორჩეულ სპექტაკლებზე.მოიძიებენ ოპერის სიუჟეტს.

მეორე ჯგუფი კი მოიძიებს ინფორმაციას და გაეცნობა მსოფლიო დონის ცალკეულ მომღერლებს .მის შემოქმედებით გზას.მოეწყობა საოპერო მომღერლებთან შეხვედრა .მოსწავლეები წინასწარ შეჯერდებიან საინტერესო საკითხებზე რომლის გარშემოც გაიმართება საუბარი.
პროექტის ბოლოს მონაწილეები დაესწრებია საოპერო წარმოდგენას თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში..მოპოვებულ მასალას განათავსებენ სკოლის ელექტრონულ არქივში  რათა სხვა სკოლის მოსწავლეებსაც მიეცეთ ნახვის საშუალება.

10)კავშირი საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან-მოსწავლე აქტურად მონაწილეობს სასწავლო პროექტში(IX .4.) მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური
ნაწარმოების გაანალიზება(IX.5.) მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს და საზოგადოებას  მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკის შემსრულებლის შემოქმედება( IX.6.)მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი დახასიათება( IX .8.)მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის რფოლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში(IX.9)
პროექტის ხელმძღვანელი-მედეა თუთბერიძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა-medeapiano@gmail.com

No comments:

Post a Comment