კომპლექსური დავალება

Wednesday, November 11, 2015

სტატია-მუსიკის პრობლემები ძველ საბერძნეთში

                        მუსიკის პრობლემები ძველ საბერძნეთში
ბერძნული მუსიკა და ცეკვა ბერძნული სულის გამოძახილია. ძველი ბერძნული მუსიკა ძვ.წ.II ათასწლეულიდან უღებს სათავეს.მუსიკა ჟღერდა ნადიმის ,ქორწილების,ომების,დასაფლავების,რელიგიური დღესასწაულებისა და თეატრალური წარმოდგენების დროს.ძველ საბერძნეთში უამრავი საკულტო რელიგიური დღესასაულები იმერთებოდა,რომელიც სხვადასხვა ღმერთებს ეძღვნებოდა.ასეთები იყო -დიონისიები,პითიური,ისტიმური ზეიმები,ოლიმპიური თამაშობანი და სხვა.
ისტიმური დღესასაულები ზღვის ღმერთს პოსეიდონს ეძღვნებოდა.პითიური თამაშობები ქალაქ დელფოსში აპოლონის მიერ ურჩხულზე გამარჯვების აღსანიშნავად ეწყობოდა. ყველაზე პოპულარული იყო „დიონისიები“,ის მცენარეულობის,ნაყოფიერების მევენახეობისა და მხიარულების ღმერთს -დიონისეს ეძღვნებოდა.
ძველი ბერძნული მითოლოგია,პოეზია ,ლიტერატურა ,სახვითი ხელოვნების ნიმუშები მოწმობს,რომ ძველ საბერძნეთში მუსიკა და ხელოვნება მაღალი დონის იყო სამწუხაროდ მუსიკის ნიმუშები ჩვენამდე მცირე რაოდენობითაა მოღწეული....
დღემდე მოაღწია ფლეიტასა და არფაზე შემსრულებელთა ქანდაკებებმა,რომელზეც გამოსახულია ლირასა და არფაზე დაკვრის სცენები.ცნობები ძველი მუსიკის შესახებ გვხვდება ჰომეროსის ცნობილ პოემებში „ილიასა“ და „ოდისეაში“. მუსიკის შესახებ ცნობები მოცემულია არისტოტელესა და სხვა ბერძენ ფილოსოფოსთა შრომებში. ამ მხრივ საინტერესოა მითოლოგიაც.მითი ორფეოსის შესახებ მუსიკის ჯადოსნურ ძალაზე მოგვითხრობს.მითებში მუსიკალური საკრავებიც არის ნახსენები ამ მხრივ საინტერესოა მითები პანზე , აპოლონზე და სხვა.
ძველ საბერძნეთში გავრცელებული იყო ერთხმიანობა,როგორც სოლო ასევე საგუნდო შესრულება.საგუნდო სიმღერებს მღეროდნენ უნისონში.ერთ ხმაში ან ოქტავაში.ბერძნულ მუსიკას საფუძვლად ტეტრაქორდი უდევს.ამ ტერმინის წარმოსობა დაკავშირებულია ოთხსიმიან ლირასთან.ტეტრაქორდს აგებდნენ სხვადასხვა ბგერიდან და სხვა და სხვა კილოს ქმნიდნენ.ცნობილია-დორიული ,ფრიგიული,ლიდიური და სხვა კილოები.

                                                  საკრავები

საბერძნეთში მთავარი საკრავებია ლირა და კითარა.ძველი ბერძნული ლირა მარტივი აგებულებისაა -ხის ფიგურულ ჩარჩოზე ჰორიზონტალურად გადაჭიმულია 4 სიმი.(მითის თანახმად პირველი ლირა ჰერმესმა შექმნა კუს ჯავშნიდან და აპოლონს აჩუქა).
ლირა ბერძნებს განსაკუთრებით უყვარდათ.ამიტომ შემთხვევიტი არ არის რომ უნეტესადძველ ბერძნებს ლირით ხელში გამოსახავდნენ.ამ საკრავის სახელიდან წარმოიშვა ლიტერატურული ტერმინი „ლირიკაც“ და ალბათ ,ამიტომაც,სწორედ ლირა იქცა პოეზიის და მუსიკალური ხელოვნების სიმბოლოდ.
ბერძნულმა კულტურამ-ლიტერატურამ და არქიტექტურამ,ფილოსოფიამ,მეცნიერებამ,სახელმწიფოს კანონებმა ,ხელოვნებამ და მითებმა დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციაბზე.
კითარა ლირას ჰგავს ,მაგრამ აღემატება ზომითა და სიმების რაოდენობით.ბერძნებთა აზრით კითარა ამაღლებულ გრძნობებს აღვივებდა მსმენელში.აპოლონი კითარაზე საუკეთესო დამკვრელად ითვლებოდა .პოპულარული იყო ჩასაბერი საკრავებიც,სხვადასხვაგვარი ფლეიტები,ავლოსი.

No comments:

Post a Comment