კომპლექსური დავალება

Tuesday, December 1, 2015

ინტეგრირებული გაკვეთილი -მუსიკა/ ისტორია

როგორ დაიგეგმა გაკვეთილი: მუსიკის და ისტორიის   მასწავლებლების თანამონაწილეობით დაიგეგმა.

 გაკვეთილის მიზანი:  მუსიკა: მოსწავლემ შეძლოს მსჯელობა ქართულ უძველეს ტრადიციებზე.დაახასიათოს ალილოს მნიშვნელობა.კიდევ რომელი სხვა კუთხის ალილო იცის .დაახასიათოს სიმღერა სტრუქტურულად.     მოსწავლემ თვითონ ცოცხლად შეასრულოს საშობაო საგალობელი" ალილო ".თუ შესაძლებელია საქართული ხალხური საკრავების თანხლებით.

სტანდარტთან შესაბამისობა:
V.1.მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტებისა და საკრავების გამოყენება იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში.
 V.2 მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
V.7 .მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების განხილვა.
V.10.მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს რომ მუსიკა  ხელოვნება კულტურის თვითგამოხატვის საშუალებაა.
V.13 მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს და დააჯგუფოს მუსიკალური საკრავები.

 წინარე ცოდნა:
 IV .1.მოსწავლეს შეუძლია  მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტის გამოყენება იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში
.IV .2.მოსწავლეს შეუძლია მარტო  სიმღერა და სხვებთან ერთად.
IV.7.მოსწავლე შეუძლია საუბარი მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების შესახებ. IV.10.მოსწავლეს ესმის და შეუძლია და წარმოაჩინოს  რომ მუსიკა და ხელოვნება თვითგამოხატვის საშუალებაა.
 IV,12 მოსწავლეს შეუძლია  განასხვავოს ერთმანეთისგან მუსიკალური საკრავები.

 აქტივობა # 1 (10 წთ ) მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს:

  • - გაიხსენეთ, რა იცით ალილოს  შესახებ.რას აკეთებენ მეალილოე ბავშვები? საქართველოს რომელი კუთხის ალილო იცით.  სავარაუდო პასუხები:

● ალილო არის საშობაო საგალობელი. .
 ●ამ სიმღერით ერთმანეთს ახალ წელს ულოცავენ და უფალს მშვიდობიანი წლის დადგომას ევედრებიან.
● მეალილოე ბავშვები მეზობლებს ჩამოუვლიან სიმღერით.სანოვაგეს შეაგროვებენ და შემდეგ გაჭირვებულ ოჯახებს ურიგებენ.
 ●მოსწავლეებს მოსმენილი აქვთ მეგრული კირიალესა,ალილოი და ჰოი ალილო და,,გურული ალილო,კახური ალილო ,რაჭული ალილო "ალილო ბალილო"  და   ქალაქური ალილო"ოცდა,ოცდახუთსა  დეკემბერსა,,ქართლური ალილო სხვა, გაიხსენებენ ამ სიმღერებს.ზოგი სიმღერის ტექსტს ზოგი მელოდიას.
 ● მოჰყავთ მაგალითები...  წამღერებით მიგვანიშნებენ ამა თუ იმ კუთხის ალილოს მელოდიას და განასხვავებენ მას მელოდიურად,ტემპით,სიტყვებით და სხვა.

 აქტივობა #2 . 5წუთი (სლაიდშოუს გამოყენებით მიმდინარე აქტივობა)

  • მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიზუალურ მასალებს  და  ასმენინებს აუდიო მასალას.აძლევს დავალებას:
  •  დაახასიათეთ სიმღერის მოცემული ვარიანტი.რითი განსხვავდებოდა იგი მეორე კლასში მოსმენილი ალილოსაგან?დაასახელეთ განმასხვავებელი თვისებები. . მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს.
  •  მოსწავლემ იცის, რა არის ხალხური სიმღერის ვარიანტულობა., ცოცხალი შესრულება , გამოიცნობს თუ რამდენ ხმაშია სიმღერა შესრულებული. გამოიცნოს რომელი კუთხის სიმღერაა.
  • :მოსწავლე მოისმენს სიმღერის ახალ ინტერპრეტაციას. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს ინტერპრეტაციის არსს.ინტერპრეტაცია ლათინური სიტყვაა და ახსნა განმარტებას ნიშნავს,ხოლო მუსიკაში-ნაწარმოების ახალი ფორმით მიწოდებას,თავისებურ შესრულებას.მოსწავლე  გაიგებს თუ რა არის ახალი ინტერპრეტაცია.
  • მოსწავლე გაიხსენებს თუ რომელი ნაწარმოები მოუსმენია მას ახალი ინტერპრეტაციით.სავარაუდო პასუხები: (ბეთოვენის 17 სონატა,მოცარტის  მე-40 სიმფონია) მოსწავლე გამოიცნობს თუ რის ხარჯზე მოხდა სიმღერის ახლებურად აჟღერება სავარაუდო პასუხი: სეკვენცია, ტონალობების ცვლა.ერთი და იგივე მელოდიის დაწყება სხვადასხვა სიმაღლიდან




აქტივობა #3.  5 წუთი .დღევანდელ ყოფა-ცხოვრებასთან /კავშირი თანამედროვეობასთან.

  • მასწავლებელი  გაახსენებს მოსწავლეებს, რომ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით,, თბილისში  რამდენიმე წელია აღსდგა ალილოს ტრადიცია. ჩვენს დედაქალაქში 7 იანვარს ვარდების მოედნიდან სამების დიდ საკათედრო ტაძრამდე იმართება საყოველთაო ალილოს  მსვლელობა ,რომელშიც მთელი ერი იღებს მონაწილეობას.გზადაგზა გროვდება სურსათ სანოვაგე  ,თავს იყრის სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში და შემდეგ იქიდან ნაწილდება ბავშვთა სახლებში,მოხუცთა თავშესაფრებში. 
  • ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა უკვე 2-ჯერ მიიღეს ამ მნიშვნელოვან მოვლენაში მონაწილეობა და ამით ნამდვილად ბედნიერები ვართ. მოსწავლეები ნახავენ ამ ფაქტთან დაკავშირეუბლ ვიდეო და აუდიო ბასალას .



აქტივობა 4. შეჯამება   მასწავლებელი აჯამებს ყველა აქტივობას სქემით:

  •  ვიცოდი გავიგე მინდა ვიცოდე .
  •  მოსწავლეები ერთვებიან სქემის შევსებაში და ამით ხდება სხვადასხვა აქტივობის შედეგად ჩამოყალიბებული კონცეფციების სინთეზი.


აქტივობა #5. საშინაო დავალება  სიმღერის ტექსტი განამტკიცონ.მუსიკალური ლექსიკონი-ინტერპრეტაცია  გაიაზრონ.

აქტივობა #6. შეფასება გაკვეთილის მიზნის შესაბამისად, ამ გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმები იქნება:
 1. მოსწავლე მსჯელობს იმის შესახებ, ქართული ტრადიციული სიმღერების შესახებ  თუ რა არის ალილო,
2. მოსწავლე განიხილავს, რა არის ინტერპრეტაცია,
 3. მოსწავლე აანალიზებს ხალხური სიმღერის ვარიანტულობას
 4. შესწავლილ საკითხს მოსწავლე აკავშირებს თანამედროვეობასთან.
 5.მოსწავლე წაიკითხავს ალილოს სანოტო ჩანაწერს

ქტივობა #7 შეფასება გაკვეთილის მიზნის შესაბამისად, ამ გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმები იქნება: 
1. მოსწავლე მსჯელობს იმის შესახებ, რა არის ალილოს ტრადიცია და რომელი ალილო მოუსმენია ასეხელებს მაგალითებს. .
2. მოსწავლე განიხილავს, ალილოს ვარიანტებს საქართველოში კუთხეების მიხედვით
 3. მოსწავლე აანალიზებს, თუ რა დიდი მნიშვნელება აქვს ალილოს ტრადიციებს საქართველოში.
4. შესწავლილ საკითხს მოსწავლე აკავშირებს ყოფა -ცხოვრებასთან და თანამედროვეობასთან.


 შეფასების რუბრიკა-ქულები
 კრიტერიუმები /მოსწავლე მსჯელობს იმის შესახებ, რა არის ალილოს ტრადიცია საქართველოში ,მსჯელობს რა არის ინტერპრეტაცია.ასახელებს ნაცნობ  ნაწარმოებს ახალი ინტერპრეტაციით.

  •  მოსწავლე არასწორად მსჯელობს იმის შესახებ, რა არის ალილო და რა სახის ადაპტაცია არსებობს 1-3 ქ.
  • მოსწავლე ზოგადად მსჯელობს იმის შესახებ, რა არის ალილო ,როგორია ალილოს ტრადიცია საქართველოში  და რა არის ინტერპრეტაცა 4-5
  •  მოსწავლე მსჯელობს იმის შესახებ, რა არის ალილო და როგორია ალილოს ტრადიცია საქართველოში რა არის ინტერპრეტაცია  მოჰყავს მაგალითები 6-7 ქ
  • მოსწავლე მსჯელობს იმის შესახებ ,რა არის ალილო, როგორია ალილოს ტრადიცია საქართველოში,რა არის ინტერპრეტაცია მოჰყავს მაგალითები ასახელებს ნაწარმოებებს რომელიც მოუსმენია ახალი ინტერპრეტაციით.განასხვავებს ალილოს კუთხეების მიხედვით.8-10 ქ.




გაკვეთილის ჩატარების შემდეგ საჭიროა თავად ინტეგრირებული გაკვეთილის შეფასება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
 1. გაეცნენ მოსწავლეები გაკვეთილის სასწავლო მიზანს?
 2. ჩანდა გაკვეთილის მიზანში საგანთაშორისი ინტეგრაცია?
 3. აქტივობები მიზნის შესაბამისი იყო?
 4. მიეცათ თუ არა მოსწავლეებს საშუალება, ერთი და იგივე საკითხი სხვადასხვა კუთხით შეესწავლათ და ისე მოეხდინათ ცოდნის სინთეზი?
5. მიეცათ თუ არა მოსწავლეებს საშუალება, საკითხების შეჯამებისას წინარე ცოდნა გამოეყენებინათ?
 6. მასწავლებელმა შეფასების კრიტერიუმები მიზნის და სტანდარტის მიხედვით შეადგინა?
 წერილობით შეფასებაზე  სასურველია  ინტეგრირებული გაკვეთილის შეფასების სქემის გამოყენებაა :



ინტეგრირებული გაკვეთილის შეფასების/თვითშეფასების სქემა
სკოლა:
კლასი:
საგანი და თემები:
გაკვეთილის დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილე პედაგოგები:
 # კრიტერიუმი
1 მოსწავლე გაეცნო გაკვეთილის სასწავლო მიზანს
2 გაკვეთილის მიზანში ჩანდა საგანთაშორისი ინტეგრაცია
3 აქტივობები მიზნის შესაბამისი იყო
4 მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, ერთი და იგივე საკითხი სხვადასხვა კუთხით შეესწავლათ და ისე მოეხდინათ ცოდნის სინთეზი
 5 მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, საკითხების შეჯამებისას წინარე ცოდნა გამოეყენებინათ
6 მასწავლებელმა შეფასების კრიტერიუმები მიზნისა და სტანდარტის მიხედვით შეადგინა რეკომენდაცია:
დასკვნა:
რიცხვი/თვე/წელი:
პედაგოგის/პედაგოგების ხელმოწერა:
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ინტეგრირებული გაკვეთილი მასწავლებლის პორტფოლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
ინტეგრირებული გაკვეთილის ჩაატრების შემდეგ  პორტფოლიოში განთავსდება
  1. ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვის სქემა/სცენარი;
 2. გაკვეთილის შეფასების ან თვითშეფასები სქემა;
3. გადაღებული გაკვეთილის ვიდეომასალა;
4. დამსწრე პირთა კომენტარები (ამ უკანასკნელთა არსებობის შემთხვევაში.

                                          გმადლობთ ყურადღებისათვის!

No comments:

Post a Comment