მუსიკის ისტორიის პერიოდიზაცია:
შუა საუკუნეები
474-1400წ.
რენესანსი 1400-1600წ.
ბაროკო 1600- 1760წ.
კლასიციზმი
1730-1820წ.
რომანტიზმი
1815-1910წ.
იმპრესიონიზმი XIX საუკუნის მეორე ნახევარი
XX საუკუნე
1900- 2000 წ. ( ექსპრესიონიზმი ,ფუტურიზმი
და სხვა)
რენესანსი
XV-XVI ს.ს.-ში
ევროპის ქვეყნებში კულტურამ და მეცნიერებამ განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია .ეს არის აღორძინების ხანა ანუ
რენესანსი.ამ ეპოქის შემოქმედთათვის მთავარი პრინციპი ჰუმანიზმი და ჰარმონიულობაა.მათ აინტერესებს ადამიანის
პიროვნება და ისწრაფვიან ახლებურად შეიცნონ
სამყარო.ევროპაში აღორძინების ხანა დაიწყო XIV საუკუნეში,იტალიაში. XV საუკუნის II
ნახევრიდან ფართოდ მოიცვა დასავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნები.განვითარების უმაღლეს
მწვერვალს კი XVI საუკუნეში მიაღწია.აღსანიშნავია
რომ საქართველოში რენესანსი უფრო ადრე XII
საუკუნეში დაიწყო,დავით აღმაშენებლის დროს.
ამ პერიოდში განვითარდა ხელოვნების ისეთი დარგები, როგორიცააქანდაკება,არქიტექტურა
,მოზაიკა და განსაკუთრებით ფერწერა.იტალიურ რენესანში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ფერწერის
ვენეციურ სკოლას:ჯოტო.ტინტორეტო,ტიციანი,ვერონეზე .როდესაც ვიხსენებთ კაცობრიობის ისტორიის ამ საოცარ დროს და მის წარმომადგენლებს არ შეიძლება არ აღვნიშნოთ
მიქელანჯეო-მოქანდაკე,ფერმწერი,პოეტი,არქიტექტორი,მრავალმხრივი შემოქმედი.ლეონარდო
და ვინჩი-მეცნიერების თითქმის ყველა დარგში გარკვეული ადამიანი,უდიდესი ფერმწერი.
ამუსიკალურ რენესანში აღსანიშნავია ორი სკოლა-რომის-პალესტრინას
მეთაურობით და ვენეციის-გაბრიელის ხლმძღვანელობით.მათი მადრიგალები იტალიური ოპერის
უშუალო წინამორბედია.აღსანიშნავია ნიდერლანდების პოლიფონიური სკოლა.ამ სკოლის ხელოვანთა
შორის აღსანიშნავია გიომ დიუფაი,იოჰანეს ოკეგემი,ჟოსკენ დეპრე,ორლანდო ლასო.და სხვა.
ბაროკო
ბაროკოს სტილი XVI ს.-ისიტალიაში არქიტექტურაში წარმოიშვა,ხოლო
XVII- XVIII ს.ს.-ში ბაროკო მთელი ევროპული ხელოვნების ძირითად მიმართულებად
იქცა .“baroque“- იტალიური სიტყვაა და უცნაურს,უსწორმასწორო მარგალიტს ნიშნავს.ამ პერიოდის
არქიტექტურული სტილი გრანდიოზული ,მასიური,რთული და დინამიური ფორმებით გამოირჩევა.ბაროკოს
მუსიკაც ასევე დრამატიზმით ,კონტრასტებით,დინამიზმით და ზოგჯერ გადაჭარბებული ემოციებით
ხასითდება.ამ ეპოქამ მსოფლიოს არაერთ შესანიშნავ მხატვარს,არქიტექტორსა თუ მუსიკოსს გაუთქვა სახელი.საკმარისია მუსიკაში
ბახის,ჰენდელის,მონტევერდის,პერსელის,ვივალდისა და კორელის გვარების დასახელებაც.
მრავალი კომპოზიტორი ქმნიდა ნაქარმოებებს „ნეობაროკოს“სტილში
XX საუკუნეში.(მაგ:ალფრედ შნიტკე)
კლასიციზმი
ევროპული ლიტერატურისა და ხელოვნების მხატვრული მიმართულებაა,რომელიც
არსებობდა XVII საუკუნის ბოლოდან XIX საუკუნის
დასაწყისამდე.კლასიკოსი კომპოზიტორები ცდილობდნენ შეექმნათ სრულყოფილი ფორმისა და ამაღლებული
,კეთილშობილი შინაარსის მქონე ნაწარმოებები,რომლებშიც ემოციური საწყისი გაწონასწორებული
იქნებოდა რაციონალურ,გონიერ საწყისთან და გათავისუფლდებოდა ზედმეტი და გადაჭარბებული
მგძნობიარობისაგან.ვენის კლასიკოსები იყვნენ:ჰაიდნი მოცარტი და ბეთჰოვენი.რომლებმაც
მთელი ეპოქა შექმნეს მუსიკის ისტორიაში.ვენის კლასიკოსების შემოქმედებას აერთიანებს ჰუმანიზმი,ოპტიმიზმი,და დემოკრატიულობა.მათ საბოლოოდ
ჩამოაყალიბეს სიმფონიის,სონატის,კონცერტის,კლასიკური ჟანრები.ბევრი რამ შეცვალეს საოპერო
ჟანრში და სიმფონიური ორკესტრის ახალი ტიპი შექმნეს.
რომანტიზმი
რომანტიზმი როგორც მიმდინარეობა თავდაპირველად ლიტერატურაში
აღმოცენდა XVIII საუკუნის ბოლოს,შემდეგ ხელოვნების სხვა დარგებშიც გავრცელდა.XIX ს.-ის 20მ-იანი წლებიდან გამოჩნდა მუსიკაშიც.ფრანც
შუბერტი სწორედ მუსიკალური რომანტიზმის ფუძემდებლად ითვლება,ხოლო მთელი XIX საუკუნე ეს არის რომანტიკული მუსიკის ხანა.რომანტიკოსები
არიან XIX საუკუნის ცნობილი კომპოზიტორები:შუმანი,შოპენი ,გრიგი,ვებერი ,პაგანინი,ბერლიოზი,
ლისტი, ვაგნერი.
რომანტიკოსმა კომპოზიტორებმა მუსიკა ახალი შინაარსითა
და თემებით გაამდიდრეს.რომანტიკოსებითვის რაციონალურ,გონებრივ საწყისზე უფრო მნიშვნელოვანია
ირაციონალური ემოციური საწყისი,ადამიანის სულიერი,შინაგანი სამყაროსმრავალფეროვნება
და განწყობილების ცვალებადობა.აქედან გამომდინარე მათთან წამყვანია ლირიკული საწყისი.აზრისა
და გრძნობის გამოთქმის თავისუფლება,უშუალობა.
ტერმინი რომანტიზმი ფრანგულია .ასე ჰქვია იდეურ და მხატვრულ
მიმართულებას ლიტერატურაში,მეცნიერებასა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში .Romantique
XVIII საუკუნეში ნიშნავდა „უცნაურს“ „ფანტასტიკურს“ „გამომგონებლურს“.XIX ს-ის დასაწყისში
სიტყვა რომანტიზმი იქცა ტერმინად რომლითაც
აღნიშნავდნენ კლასიციზმის საპირისპირო ,ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობას.
იმპრესიონიზმი
იმპრესიონიზმი-ფრანგულად impression-შთაბეჭდილებას ნიშნავს.ახალი
მიმდინარეობა მუსიკასა და სახვით ხელოვნებაში. მუსიკალური იმპრესიონიზმის თვალსაჩინო
წარმომადგენელია კლოდ დებიუსი.კომპოზიტორი პიანისტი დირიჟორი.მისი საუკეთესო ნაწარმოებებია
:ოპერა“პელეასი და მელიზანდა“,სიმფონიური სურათი „ფავნის ნაშუადღევის დასვენება“,“ზღვა“,საფორტეპიანო
პიესა „მთვარის შუქი“ და სხვა.
ექსპრესიონიზმი
ექსპრესიონიზმი-(ლათ-Exspresio-„გამოხატვა „ „გამომსახველობა“)
ახალი მიმდინარეობა XX საუკუნის 20-30 იან
წლების მუსიკალურ ხელოვნებაში.რომელსაც ახასიათებს ადამიანის შინაგანი სამყაროს,მისი
განცდებისა და გრძნობების ძალზე მკვეთრად,მძლავრად მწვავედ გადმოცემა.ექსპრესიონიზმის
ნიმუშად მიიჩნევენ ვაგნერის მუსიკალურ დრამას „ტრისტანი და იზოლდა“.მალერის გვიანდელ
სიმფონიებს.
ექსპრესიონისტულ მუსიკალს ახასიათებს მკვეთრი ,მკაცრი
ჰარმონიები დაჭიმული დაძაბული ხმოვანებები.ძოგჟერ
სრულიად მოულოდნელი გამაოგნებელი კონტრასტები.თავდაპირველად ექსპრესიონისტები უწოდეს
მხატვართა ჯგუფს რომელშიც შედიოდნენ კანდინსკი,ნოლდე,მარკი.მათ
შეუერთდა შონბერიც რომელიც არა მხოლოდ მუსიკოსი
არამედ მხატვარიც იყო.
No comments:
Post a Comment