შუა საუკუნეების მსოფლიო ხელოვნება და მუსიკა
შუა საუკუნეების ხანგრძლივი 1000 -წლოვანი ხანა კაცობრიობის
ისტორიაში რთული წინაარმდეგობრივი ეპოქაა,რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპულ
ერებს,სახელმწიფოებსა და ენებს.
შუა საუკუნეების საწყისი ეტაპი ადრეული შუა საუკუნეებია(X
ს-მდე)როცა ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობები ჩამოყალიბდა.(ბატონი-ვასალი,საზმოები,ორგანიზაციები,ერთობები).VII-IX
საუკუნეების მიჯნაზე კი ცხოვრების ყველა სფეროში
ქრისტიანული რელიგია გაბატონდა.
XII- XIII საუკუნეებიდნ განვითარდა ქალაქები ,გზები,სამშენებლო საინჟირნო
საქმე, შეიქმნა არქიტექტურილი ანსამბლები, შენობები უამრავი ფანჯრით,ვიტრაჟებით.ტაძრებთან
გაიხსნა საეკლესიო სკოლები .დაარსდა საერო სკოლებიც რომლებიც მოგვიანებით უნივერსიტეტებად
იქცა .მათ შორის ყველაზე ადრეული კმბრიჯი და ოქხფორდი-ინგლისში,პარტიზის უნივერსიტეტი
საფრანგეთში. ჩამოყალიბდა შუა საუკუნის სწავლულის ,სტუდენტის,ინტელიგენტის სიპი.მნიშვნელოვანი
როლი ენიჭებოდა მუსიკას და მათემატიკასთან
და ასტრონომიასთან ერთად მოიაზრებოდა.
შუა საუკუნეების საკულტო მუსიკა,რომელმაც საფუძველი
ჩაუყარა თანამედროვე პროფესიულ ევროპულ მუსიკას საზრდოობდა ებრაული ,სირიული,რომაული
საკულტო და ბერძნულ რომაული საერო მუსიკის ძველი ტრადიციებით.
შუა საუკუნეების მუსიკას რელიგიური სიუჟეტები და თემები
დაედო საფუძვლად .პროფესიული მუსიკაც ეკლესიის წიაღში ვითარდებოდა.მოგვიანებით რომის
ეკლესიამ განიძრახა მთელ დასავლეთ ევროპულ სამყაროში ღვთისმსახურების ერთიანი საკულტო რიტუალი შეექმნა და მუსიკაც ყველგან ერთნაირი ყოფილიყო.ეს
უზარმაზარი სამუშაო VI-VII ს.ს. მიჯნაზე დაასრულა რომის პაპმა გროგოლ I-მა.ასე გაჩნდა
„ანტიფონარი“- კათოლიკური საგალობლების სრული ნაკრები- „გრიგორისეული ქორალი“.
გრიგორისეული მუსიკა დამყარებულია დიატონიკაზე(ფრანგ.“დიატონიკოს“-„გაჭიმული“)ბგერათა
რიგზე ,აგებული გამის ბგერებზე,ამაღლება დადაბლების გარეშე.
IX ს.დან კანონიზირებულ გრიგორისეულ ქორალთან ერთად ღვთისმსახურებაში შემოვიდა ე.წ. ჰიმნები. ნელ ნელა
ხალხური მელოდიებიც შემოვიდა საეკლესიო წიაღში
და ახალი ფორმებიც განვითარდა.მაგ: სეკვენციები.,მისი პირველი ავტორი შვეიცარიელი
ბერი ნოტკერია..ცხოვრება ვითარდებოდა და ერთფეროვან ფორმებს გამოცოხლება სჭირდებოდა. დაკანონებული საგალობლის
დასრულების შემდეგ“სოლისტს“ უფლება მიეცა შეესრულებინა ნებისმიერი იმპროვიზაცია სიტყვებზე“ალილუია,ოსანა,ამენ.“.მოგვიანებით
დაუშვა რამდენიმე სეკვენცია ,მათ შორის Dies irae-„რისხვის დღე“ (ავტორი ბერი თომა)
მისი შენაარსი ტრაგიკულია და განკითხვის შიშით აღავსებს მსმენელს.შუა საუკუნეებიდან
ერთადერთი სწორედ ამ ჰანგმა მოაღწია ჩვენამდე.იგი გამოიყენეს მოცარტმა,ბერლიოზმა,ჩაიკოვსკიმ
რახმანინოვმა,ლისტმა,ვერდიმ.
შუა საუკუნეების უდიდესი მონაპოვარია ადრეული პროფესიული
მრავალხმიანობა.ჩვენთვის ცნობილი პოლიფონიის
ნიმუშები VIII- IXს.ს-ით არის დათარიღებული.მრავალხმიანობის
განვითარებასთან ერთად აუცილებელი გახდა ორგანი.შეიქმნა მარტივი 2 ხმიანი ქორალები-
ორგანუმები.დისკანტები.ჩამოყალიბდა ახალი ჟანრები მოტეტი და მესა.ხაზოვანი ნოტაცია
Xს-ში შემოიღეს.გვვიდო არეცო ითვლება ხაზოვანი დამწერლობის შემქმნელად.
შუა საუკუნეების პროფესიული საეკლესიო მუსიკის შემდეგ
პროფესიული საერო მუსიკა შეიქმნა. ტრუბადურები,ტრუვერები- საფრანგეთში, მინეზინგერები,მაისტერზინგერები
-გერმანიაში იგივე მოხეტიალე მუსიკოსები.გავრცელებული
ჟანრებია :კანცონა პასტორალი ალბა,სირვენტი.აღორძინების ხანის იტალიელი პოეტები -დანტე
და პეტრარკა- საკუთარ საკუთრ თავს ტრუბადურთა მემკვიდრეებად მიიჩნებდნენ.
დასკვნა
ქრისტიანული სწავლება და ქრისტიანული ეკლესია შუა საუკუნეების
ევროპული კულტურის უმთავრესი თემაა.ეკლესია იყო ერთადერთი სოციალური ინსტიტურტი,რომელიც
აერთიანებდა ევროპულ ქვეყნებს,ტომებსა და სახელმწიფოებს.დიდი გავლენა იქონია ადამიანთა
რელიგიური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.
ეკლესიასთან სულიერ სიახლოვეს აღიარებდა საზოგადოების
ყველა ფენა.წარმოიშვა ახალი ლიტერატურული ჟანრი რაინდული რომანი,დიდი ადგილი ეკავა
სატრფიალო ლირიკას.მრავალფეროვნების მიუხედავად შუა საუკუნეებს აქვს საერთო ნიშნებიც.რელიგია
და არქიტექტურა.
ამ პერიოდში ,განვითარდა აღმოსავლეთის ქვეყნებში -შუა აზიაში,არაბეთში,ინდოეთში,ჩინეთსა
და იაპონიაში მონოდიური ინსტრუმენტული და ვოკალური მუსიკა,ევროპულისაგან განსხვავებით
კილოური და კომპოზიციური თავისებურებებით.ამ ქვეყნებში გავრცელებული მუსიკალური ჟანრებია:მაკამი,რაგა,მუღემი
და სხვა.
შუა საუკუნეები რენესანსისა და განმანათლებლური ეპოქის
წინამორბედია.
No comments:
Post a Comment