11ნოემბერი 2016
ქართულ-ინგლისური სკოლა "ბრიტანიკა"
III კლასის მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის
სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.
აქტივობის მიზანი :
განვავითაროთ მოსწავლეებში პრაქტიკული უნარ-ჩვევები,კომუნიკაციის და ინტერპრეტაციის უნარი და მუსიკალური ნაწარმოების კონტექსტში აღქმის უნარი
ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი და
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
პრაქტიკული უნარ-ჩვევები
მუს.III.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა
მარტო და სხვებთან ერთად.
მუს.III.6. მოსწავლეს
შეუძლია ჯგუფში მუშაობა.
კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
მუს.III.9. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში
მუს.III.12. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ხელოვნების დარგები და
ხელოვნებასთან დაკავშირებული პროფესიები.
მუს.III.14. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს ნასწავლი მუსიკალური საკრავები.
მოსწავლეთა რაოდენობა:20
მასწავლებელთა რაოდენობა :2
მოსწავლეებმა მუზეუმის საკონცერტო დარბაზში მცირე იმპროვიზებული კონცერტი გამართეს
შეასრულეს მცირე საფორტეპიანო პიესები და ხალხური სიმღერები.
აქტივობის ხელმძღვანელები :მუსიკის მასწავლებელი-მედეა თუთბერიძე
ქართულის მასწავლებელი-მაია ოდიკაძე
მუზეუმის შესასვლელთან
გმადლობთ ყურადღებისათვის!