კომპლექსური დავალება

Friday, December 6, 2019

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
ქულა
1
შესავალი საინტერესოა, იდენტიფიცირებულია პრობლემის აქტუალობა
            1
2
წარმოდგენილი მასალა  სრულად შეესაბამება  საკითხს
1
3
თემა ლოგიკურად არის წარმოდგენილი, საკითხები ნათელი და გასაგებია.
1
4
საუბრობს გამართულად  და დამაჯერებლად.  დასკვნები კარგად არის ჩამოყალიბებული
1
5
ფლობს ნაშრომის წარმოჩინების უნარს, საუბრობს გამართული სალიტერატურო ენით. სწორად იყენებს შესაბამის მუსიკაულურ  ტერმინოლოგიას
1
6
ფლობს ინფორმაციას თემის ირგვლივ, ადეკვატურად პასუხობს დასმულ კითხვებს
1
7
ფლობს აუდიტორიას, აქვს კომუნიკაციის უნარი. კარგად ამყარებს უკუკავშირს აუდიტორიასთან 
1
8
იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს (გნსხვავებულ წყაროებს)
1
9
იყენებს თვალსაჩონოებებს, მათ შორის  ახალ ტექნოლოგიებს 
1
10
იცავს დროის ლიმიტს
1

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა
10


Thursday, December 5, 2019

4კლასის გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილი გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი:  მედეა თუთბერიძე 
პ.ნ.58001003290
საგანი: მუსიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითიIV
მოსწავლეთა რაოდენობა: 28
გაკვეთილის თემა: ტელეგადაცემების ვოკალური მუსიკალური ქუდი
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის ,ბგერის ,ხმაურის,მღერის და მუსიკალური ბგერის ცალკეული ელემენტების(მაგ:რიტმის,ტემპის,მელოდიის და ა,შ)გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად
-ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა,
-მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ..) როლის განსაზღვრა;
-ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ..), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირის გაბმა.

წინარე ცოდნა:მოსწავლეებს შეუძლიათ გაიაზრონ მუსიკალური ცნებები:მუსიკალური ფრაზა ,ხმის ეფექტები,ტემბრი , ჟანრი  და გამოიყენონ  ეს ცნებები  ემოციის გამოსახატავად.
რი კავშირების გაბმა

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი

1
მოვაგვარებ საორგანიზაციო საკითხებს . გავაცნობ გაკვეთილის თემას,გაკვეთილის მიზანს ,შეფასების ტიპებს და  კრიტერიუმებს რუბრიკის მეშვეობით.

გაცნობა სლაიდებით
ვერბალური
საერთო საკლასო
შეფასების რუბრიკები /პროექტორი/კომპიუტერი(მომზადებული სლაიდები)
2 წთ
ამ აქტივობის შედეგად მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის თემა, გაკვეთილის მიზნანი  შეფასების ტიპები და კრიტერიუმები.
2
გამოწვევის ფაზაზე, მოვახდენ წინარე ცოდნის გააქტიურებას .
 საკითხის გარშემო მოსწავლეებს დავუსვამ სააზროვნო კითხვებს.
მოსწავლეებს ვთხოვ სახელმძღვანელოში მოცემული სურათის მიხედვით განსაზრღვრონ რა ხასიათის გადაცემას უყურებენ ოჯახის წევრები.როგორი განწყობის მუსიკალური ქუდი მოუხდებოდა ამ გადაცემას.შემდეგ მოსწავლეებს მოვასმენინებ ორ მუსიკალურ ქუდს. მოსწავლეებს შევეკითხვები რა ჟანრის გადაცემას მოუხდებოდა.მოსწავლეები მოიფიქრებენ გადაცემის სახელწოდებას.
მოსწავლეები  წაიმღერებენ საკუთარ  მოტივს რომელიც მათი აზრით მოუხდება ამა თუ იმ ჟანრის  გადაცემას. მასწავლებელი  ფორტეპიანოს შეურჩევს თანხლებას მოსწავლეების მიერ მოფიქრებულ მელოდიას .მოსწავლეები  ამოირჩევენ იმ თანხლებას რომელიც უფრო მოუხდება ამ მელოდიას.
შემდეგ მოსწავლეები საკუთარ მოტივებს    ჩაწერენ  არატრადიციული დამწერლობით მოცემულ სამუშაო ფურცელში და  აგრეთვე მუსიკალური პროგრამა AUDACITY-ს გამოყენებით ჩაიწერენ საკუთარ ხმას.
გამყვანი კითხვები
როგორ მოქმედებს მუსიკა ტელემაყურებლის ემოციაზე?
როგორ უნდა შევარჩიოთ მუსიკა ტელეპროგრამისთვის?
როგორ შეიძლება ჩაიწეროს გადაცემის ქუდი?
კითხვა–პასუხი
ჩანაწერების გაკეთება.



სახელმძღვანელოს ვიზუალური დათვალიერება

ორი მუსიკალური ქუდის მოსმენა
კითხვა-პასუხი დაკვირვება
საერთო საკლასო
მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნი,მოსწავლის წიგნი,კომპიუტერი,მოსასმენი აპარატურა,ფორტეპიანო,მოსწავლეთა პერსონალური კომპიუტერები,“ბუკები“
აუდიომასალა.
სამუშაო ფურცელი#1
 დავალება#1-ჩანაწერის გაკეთება
10წთ
1.მოსწავლები შეძლებენ  იმსჯელონ მუსიკალური ბგერების მნიშვნელობაზე გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად   .
აქტივობა მიმართულია მუსიკაში გარკვეული ინტონაციისა და მელოდიის გააზრებასა და ამოცნობაზე.

3



სოკრატული მეთოდის გამოყენებით გავაცნობ ვოკალურ და ინსტრუმენტულ ჟანრის მნიშვნელობას.მოსწავლეებს მოვასმენინებ ოთხი ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკის ფრაგმენტს . შეავსებენ ცხრილს .გაარჩევენ ერთმანეთისგან ვოკალურ და ინსტრუმენტულ მუსიკას .მიუსადაგებენ გადაცემის ჟანრებს და სლაიდზე მოცემულ გამოსახულებას.მოსმენილიდან ამოარჩევენ მათთვისს უპირატესს და დაასაბუთებენ თუ რატომ  ფიქრობენ ასე.
გამყვანი კითხვები :
რომელი უფრო ეფექტურია -ვოკალური თუ ინსტრუმენტალური მუსიკალური ქუდი?
როგორ უნდა  გავითვალისწინოთ ტელეპროგრამის მუსიკალურად გაფორმების დროს? რა როლი ენიჭება მუსიკას ტელეგადაცემის მომზადებაში.
სოკრატული მეთოდი,
ცოდნის გამოყენება
წყვილებში მუშაობა
ურთიერთშეფასება
წყვილებში
სამუშაო ფურცელი#1 დავალება#2 -შეავსე ცხრილი
მოუსმინე მუსიკას და განსაზღვრე ვოკალური თუ თუინსტრუმენტული?დაუკავშირე სლაიდზე მოცემულ გამოსახულებას.მუსიკალური ქუდისთვის  რომელს ანიჭებ უპრეტესობას და რატომ?
პროექტორი
კომპიუტერი
სლაიდები
 10წთ
ამ აქტივობის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ, ახალი ცნების „ვოკალური“ და „ინსტრუმენტალური“ გაცნობა გააზრებას.ცოდნის განმტკიცებას ყურადღების უნარჩვევის გამომუშავებას.რაც ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს მასალის ათვისებას.
აქტივობა მიმართულია მოსწავლემ შეძლოს            ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს,ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბა

4
მოსწავლეებს მოვასმენინებ 2 სიმღერას  კახა ცაბაძის სიმღერას „ბედნიერი დილა“და რევაზ ლაღიძის „თბილისო“
გამყვანი კითხვები:
ამ სიმღერაში რიტმს რა როლი ენიჭება?
ვთხოვ განსაზღვრონ რომელი ჟანრის განაცემის ქუდად გამოდგება.თქვენი აზრით ეს სიმღერა როგორ იმოქმედებს გადაცემის რეიტინგზე?როგორ იმოქმედებს ეს მუსიკა ტელემაყურებლის ემოციაზე? მოსწავლეები იმსჯელებენ და გამოთქვამენ საკუთარ აზრებს.
მასწავლებელი მღერის სიმღერას „თბილისო“მოსწავლეები სიმღერას აყვებიან მელოდიას.
მუსიკის მოსმენა
დისკუსია
მთელი კლასი
სიმღერა
თვითშეფასება
მთელი კლასი
სმაუშაო ფურცელი#2
დავალება#3 -მოუსმინე სიმღერას და აყევი მელოდიას
სიმღერის ტექსტი რევაზ ლაღიძე-„თბილისო“
/პროექტორი/
კომპიუტერი
აუდიო ვიდეო მასალა
15წთ


მოსწავლეები შეძლებენ მუსიკის მოსმენის დროს სახე -ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცანკეული ელემენტების რიტმის ტემპის რეგისტრის მელოდიის როლის განსაზღვრას.
5
შეჯამება-გაკვეთილზე განხილული საკვანძო საკითხების გამეორება კითხვა -პასუხის რეჟიმში
შეფასება:გაკვეთილის მსვლელობისას რეგულარულად ვაფასებ მოსწავლეებს, ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.
რეფლექსიას ვახდენ სტრატეგია “სამიზნე“-ს გამოყენებით.(ინდივიდუალურად ავსებენ ცხრილ „სამიზნე“-ს.
შეჯამება-კითხვა პასუხი
შეფასება განმავითარებელი ვერბალური
ცხრილი „სამიზნე“
საერთო საკლასო
ინდივიდუალური
სამუშაო ფურცელი #2 დავალება#4 შეაფასე გაკვეთილი-“სამიზნეს შევსება
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა .
თვითშეფასების რუბრიკა
3 წთ
მოსწავლეები იღებენ კონკრეტულ, მათთვის გასაგებ
უკუკავშირს რაც მოსწავლეებს დაეხმარება აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  
მუს.დაწყ.(I).1.          მოსწავლეები შეძლებენ გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ..) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;
მუს.დაწყ.(I).3.          მოსწავლეები ჩაწერენ  ხმოვან გზავნილს სხვადასხვა სიმბოლოთი
მუს.დაწყ.(I).4.          მოსწავლეები შეძლებენ მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ..) როლის განსაზღვრა;
მუს.დაწყ.(I).5.          მოსწავლეები შეძლებენ ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ..), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბმას
ხელმოწერა:
თარიღი:


                                                                                  განმავითარებელი   შეფასების რუბრიკა

   კრიტერიუმები
იშვიათად
ხშირად
ყოველთვის
 საკლასო აქტივობებში    ჩართულობა

საგაკვეთილო პროცესში იშვიათად მონაწილეობს მსჯელობაში

ხშირად მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში მეტნაკლებად ერთვება მსჯელობაში

მაქსიმალურად ერთვება საგაკვეთილო პროცესში
ყოველთვის ჩართულია მსჯელობაში
იმპროვიზაციული სავარჯიშოების სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება


შეუძლია მხოლოდ ერთი მოტივის გამოყენება

შეუძლია ორი ან სამი მოტივის გამოყენება


შეუძლია მრავალფეროვანი მოტივების გამოყენება

შემოქმედებითი
 აქტიურობა

მოსწავლე იშვიათად წარდგება აუდიტორიის წინაშე.იშვიათად იყენებს ისტს ხმის ასაჟღერებლად
მოსწავლე ხშირასდ წარდგება აუდიტორიის წინაშე.ხშირად  იყენებს ისტს ხმის ასაჟღერებლად
მოსწავლე ყოველთვის წარდგება აუდიტორიის წინაშე.ყოველთვის  იყენებს ისტს.ხმის ასაჟღერებლად.