კომპლექსური დავალება

Tuesday, September 10, 2019

პროექტი კიბერბულინგის თემაზე



მედეა თუთბერიძის პროექტი კიბერბულინგის პრევენციის თემაზე
·         პროქტის სახელწოდება: ,,უთხარი არა  კიბერბულინგს“
·         პროექტი მონაწილეები (სკოლა, კლასი, მოსწავლეები): მე-5 კლასის მოსწავლეები
·         პროექტის მიზანი :
მოსწავლეები აქტიურად იყენებენ ინტერნეტს სასკოლო მიზით მაგალითად მუსიკის საგანში  პრეზენტაციის მოსამზადებლად .კლასიკური ხალხური თუ პოპულარული მუსიკის მოსასმენად  და გადმოსაწერად.ინტერნეტის მოხმარების დროს კიბერბულინგისგან დაზღვეული არავინაა.

ამდენად  მოსწავლეების, მშობლების, საზოგადოების ინფორმირება კიბერბულინგის რეალურ საფრთხესთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი  ,აუცილებელი და დროულია,
·         პროექტზე მუშაობის ვადები: 1 თვე
·          განსახორციელებელი ამოცანები (ამოცანის დასახელება და მოკლე აღწერა):
I ეტაპი დაწყებითი კლასების ხელოვნების კათედრაზე შემუშავდეს  მოსწავლეთა ინტერნეტის მოხმარების უნარების განვითარების გეგმა.

IIეტაპი-ინფორმაციის გამოყენების,გავრცელების და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხების  დამუშავება.კიბერბულინგის მახასიათებლების ამოცნობა როგორორიც არის იდენტობის მითვისება,შანტაჟი ,შეურაცყოფა.მასწავლებელმა ს კლასის დამრიგებელმა მოაწყოს მოსწავლეებთან ,მშობლებთან და საზოგადოების დაინტერესებულ სხვა პირებთან  საინფორმაციო შეხვედრა ცნობიერების ამაღლების მიზნით.მოაწყოს პრეზენტაცია ციფრული მოქალაქეობის შესახებ. ხაზი გაუსვას შემდეგ საკითხებს-ძირითადი საფრთხეები,ფაქტები კიბერბულინგის შესახებ,კიბერბულინგის მთავარი სარბიელი,კიბერბულინგის მახასიათებლები,კიბერბულინგის შედეგები,ბავშვთა უსაფრთხოება და მათი უფლებები. საქართველოში მიმდინარე მოვლენები კიბერბულინგის პრევენციის მიზნით.

IIIეტაპი-მე-5 კლასში მასწავლეებს გავაცნობ გაეროს ბავშვთა 2017 წლის შემაჯამებელ ანგარიშიდან ნაწილს-„ციფრული საფრთხეები-ონლაინ ცხოვრების ზიანი“ .გავაცნობ სხვა დასხვა ქვეყნების მაგალითს კიბერბულინგთან ბრძოლასთან დაკავშირებით.შეადარებენ ერთმანეთს სხვა და სხვა ქვეყნის გამოცდილებას
და მასზე დაყრდნობით დავამზადებინებ კედლის გაზეთს და ბროშურებს,შექმნიან ნახატებს თემაზე „უთხარი არა კიბერბულინგს:
IVეტაპი-მოვიწვევ კომპეტენტურ პირს და შევახვედრებ კვლავ მოსწავლეებს ,მშობლებს და საზოგადოების დაინტერესებულ პირებს. გაიმართება დისკუსია აღნიშნულ თემაზე.
·          მოსალოდნელი შედეგები : რაც უფრო მეტი ადამიანი ,მოსწავლე მშობელი ,დაინტერესებული პირი იქნება ინფორმირებული კიბერბულინგის საფრთხეებზე მით უფრო ავიცილებთ კიბერბულიგის მაგალითებს ჩვენს რეალობაში.ამ მეთოდის გამოყენებით  მოსწავლეებს განუვითარდებათ ცოდნის ,გაგების, გამოყენების,ანალიზი შეფასების სინთეზის უნარები
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები:  
ამაღლდება ცნობიერება კიბერბულინგის შესახებ;
გაიაზრებენ თანმდევ საფრთხეებს;
მოსწავლეები შეძლებენ თავი დაიცვან მოძალადისგან და დაეხმარონ თანატოლებს;
       მშობლები შეძლებენ დროულად შეამჩნიონ ბავშვებს კიბერბულინგის შედეგები;
პასუხისმგებელი პირები (პასუხისმგებლობის გადანაწიება მონაწილეთა შორის): პედაგოგი - მედეა თუთბერიძე
პროექტის შეფასების კრიტერიუმები:

  1. თემასთან კავშირი                                                              1        2         3      4


  1. საკითხის სიმწვავე                                                              1        2         3      4

  1. მოსწავლეთა ჩართულობა                                                 1        2         3      4

  1. მასწავლებელთა ჩართულობა                                          1        2         3      4

  1. თანამშრომლობა                                                                 1        2         3      4

  1. მოსწავლეთა შეფასების რუბრიკების ხარისხი              1        2         3      4

  1. შემოქმედებითობა                                                              1        2         3      4


ქულები: 1 - სუსტი, 2 - დამაკმაყოფილებელი, 3 - კარგი, 4 - საუკეთესო.


No comments:

Post a Comment